საჭადრაკო ტურნირების ორგანიზების მხრივ, 2014 წლის ნომინანტებში ლოპოტას შეჯიბრიც მოხვდა
ოფიციალური ღონისძიებების საუკეთესოდ ჩატარებისათვის გამორჩეულია 6 ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მათ შორის არის ლოპოტას შეჯიბრიც, სადაც 2014 წლის 18 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერია გაიმართა.
ლოპოტას კონკურენტები რუსული ხანტი-მანსიისკი, ნორვეგიული ტრომსო, ესპანური ბილბაო, აზერბაიჯანული ბაქო და რუსული სოჭი არიან. რჩეულის გამოსავლენად გამოკითხვა 15 აპრილამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.