სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნობა პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“ დეტალებს, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ „ასოციაცია ქალი და ბიზნესი“ და ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“. შეხვედრაზე გაიმართება სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ დისკუსია; საინფორმაციო შეხვედრები არის პროექტის პირველი ეტაპი.
პროექტის „ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები წარმატებით ჩატარდა სამეგრელოს, მცხეთა მთიანეთის და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში. კახეთის ზემოთ აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაგეგმილია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.
2015 წლის ბოლოს, სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ თემების და რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის „ ENPARD”- ის ფარგლებში www.enpard.ge ; პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი (EU).
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი „ასოციაცია ქალი და ბიზნესი“/ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“
www.gbdc.ge ; www.gawb.ge; პროექტს აფინანსებს Oxfam (ოქსფამი)www.oxfam.org.uk

