გაზსადენის “თელავი-ახმეტის” 27,475 კმ მონაკვეთის მშენებლობის მიზნით საჯარო განხილვა გაიმართება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საჯარო განხილვები 21 მაისს თელავის, ხოლო 22 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობებში გაიმართება.
საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლება სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” და კორპორაციის ვებგვერდზე –http://www.gogc.ge/index.php/ge/enviroenmentassassement; ასევე თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობებში.
“დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები და შენიშვნები წერილობით უნდა მიმართონ სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” 2015 წლის 17 მაისამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.