თელავში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში იმიტირებული ქალაქი მოეწყობა. უწყების ცნობით, თელავში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართება.
Read More