დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში ღონისძიებები მიმდინარეობს
როგორც Knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიებები დილიდან დაიწო და საღამოს კონცერტით დასრულდება.
“11:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შევამკეთ. გარდა ამისა, დილიდან ერეკლე მეორეს მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და ხელით ნამუშევარი ნივთები, მოწყობილია წიგნის და ტურიზმის პავილიონები. მოგვიანებით ძველ ბაღში გაიმართება მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი იქნება ბავშვთა ნახატები, ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში კი დაგეგმილია კლასიკური კონცერტი. ღონისძიებები დასრულდება კონცერტით, რომელიც თელვის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება’’, – განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.