სასტუმრო “ალაზნის ველის” გაფართოებისთვის 800 000 ლარის ინვესტიცია გამოიყო
პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, შპს „ელგი“ –ს წარმომადგენლების თქმით, ისინი აღნიშნული თანხით სასტუმროს გაფართოვებას გეგმავენ. მათი განმარტებით, 31 ნომრიან სასტუმროს კიდევ 20 ოთახი დაემატება, გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით და სადეგუსტაციო დარბაზი.
,,შპს „ელგი“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს’’,– აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.