სოფელ მელაანში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყობა
როგორც კომპანიის კახეთის რეგიონული კოორდინატორმა, ანზორ სანდროშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი..
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტუს სოფელ მელაანის ტერიტორიაზე მოეწყობა დახურული მუნიციპალური ნაგავსაყრელი, სადაც მოხდება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების შეტანა, შესაძლებელია იქ ასევე მოხდეს ნარჩენების გადამუშავებაც. პირველ ეტაპზე დავაკვირდებით საბოლოო ჯამში რა რაოდენობის ნაგავს მივიღებთ და შემდეგ მოხდება სათანადო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც’’,– განუცხადა knews.ge-ს ანზორ სანდროშვილმა
მისივე ინფორმაციით, ნაგავსაყრელის მოწყობა თუშეთშიც მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.