ჭაჭაზე დადუღებული ღვინო ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამონათვალში შევა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული მეღვინეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას.
„ქართული მხარის ამ მიმართვას OIV-ის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა სამანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი). შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.