მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით ახალი პროგრამა დაიწყება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პროგრამის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა და მისი მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მეცხოველეობის განვითარებაა.
„იმისათვის რომ მთიანი რეგიონები მოსახლეობისგან არ დაიცალოს და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის მნიშვნელოვანი ინიციატივით. პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორ წელს მოიცავს და სახელმწიფო 6 მილიონი ლარს გამოყოფს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.