სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი “გურმან ფესტი 2017” გაიმართება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის და სხვა სახის პროდუქტების შეთავაზება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის.
,,ფესტივალი გაიმართება შაბათს, 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცეტრალურ მოედანზე, დღის 12:00-დან 19:00 საათამდე. სპეციალურად მოწყობილ დახლებზე მოეწყობა პროდუქციის დეგუსტაცია/გაყიდვა. სტუმრებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ სუვენირები, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ასევე, სპეციალურად ბავშვებისათვის გათვალისწინებულია გასართობი პროგრამაც. წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და მოძრაობა KAR.GE. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ხელოვნების სფეროში ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია “არტიარდ კო”, – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.