დღეიდან თელავის თეატრში „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში გადაწერა გაგრძელდება
პროექტის იდეის ავტორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილია.
ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე მიიღეს 112-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პარლამენტის ადმინისტრაციის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და სამშობიარო სახლ „ჰერას“ თანამშრომლებმა. წიგნი, ასევე, გადაწერეს რაბათის, ვარძის, მცხეთის, ბათუმის, ზუგდიდის, სამეგრელოს, ქუთაისის, მარნეულისა და გორის მოსახლეობამ და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა.
„მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი თბილისსა და რეგიონებში 15 მაისიდან – 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ერთი სტროფის სიმბოლურად გადაწერა ყველა მსურველს შეუძლია“, – განაცხადეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.