ახალი ამბები

ახალი ამბები

1 დოლარის შეძენა 1,93 ლარი ღირს

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი, რომელიც დღესაც მოქმედებდა, 1.9281-ს შეადგენდა.  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 1 დოლარის შეძენა 1,9311 ლარად არის შესაძლებელი. 

Read More
ახალი ამბები

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები შევიდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, გაცემული ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორად უზრუნველყოფას სახელმწიფო განახორციელებს.

Read More
ახალი ამბები

ყვარელში სოფლის სახლის მშენებლობა იგეგმება

2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს. 
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თმქით, სოფლის სახლებში იქნება იგივე სერვისები და უფრო მეტი, ვიდრე იუსტიციის სახლებში.

Read More
ახალი ამბები

დღეს 1 დოლარი 1,92 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 1,9281 ლარი ღირს, 1 ევრო კი 2,2665 ლარი. 14 იანვრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0049 პუნქტით გაუფასურდა, ევროს მიმართ 0,0027 პუნქტით გამყარდა.

Read More
ახალი ამბები

კახეთში ფერმერებს მიწებს უყადაღებენ

დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონში შემოსავლების სამსახური ფერმერებს მიწებს უყადაღებს, მიზეზი კი მიწის გადასახადის გადაუხდელობაა.
ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის“ ხელმძღვანელი ირინე ფხოველიშვილი აცხადებს, რომ გვალვის გამო კახეთის რეგიონის ფერმერთა 95%-მა მოსავლის აღება ვერ მოახერხა, შესაბამისად, გადასახადიც ვერ გადაიხადა.

Read More
ახალი ამბები

გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდა

გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან კანონით გათვალისწინებული ახალი ჯარიმები ამოქმედდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსის” აღსრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ევალება.

Read More
ახალი ამბები

ლაგოდეხში სოფლის რწმუნებულებმა გამგეობას პროცესი ნაწილობრივ მოუგეს

სოფელ ნინიგორის ყოფილი რწმუნებულის, თენგიზ სამხარაძის განცხადებით, ისინი გამგეობისგან თანამდებობაზე დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. ლაგოდეხის მაგისტრატმა სასამართლომ 5 სოფლის გათავისუფლებული რწმუნებულის სარჩელი – გამგეობის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამგებლის ბრძანება გათავისუფლების შესახებ ბათილად სცნო. 

Read More
ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ “თაობათა კერას” ფილიალს ესტუმრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ “თაობათა კერას” ფილიალს ესტუმრა. 

Read More
ახალი ამბები

C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება

2015 წლის მთავარი გამოწვევა მთვარობისთვის საქართველოში ცე ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. 

Read More
ახალი ამბები

ყვარლის ყოფილმა გამგებელმა საკრებულოს სასამართლო პროცესი მოუგო

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდა, სადაც გურჯაანის რაიონული სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის დავით ქევხიშვილის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულა.

Read More