ყვარელში სოფლის სახლის მშენებლობა იგეგმება
“ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ, 2015 წელს აშენდეს ე.წ. სოფლის სახლები – საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს.”
პირველ ეტაპზე, კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში იგეგმება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა:
,,მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები არ გვაქვს იუსტიციის სახლში, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივ ცენტრებში, რადგან სოფლის მოსახლეობისთვის ეს საინტერესოა. სოფლის სახლი გაცილებით უფრო მდიდარია სერვისებით, ვიდრე – იუსტიციის სახლი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

