ახალი ამბები

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები შევიდა

 მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების შედეგად, პროგრამას დაემატა ლიზინგი; პროგრამის ფარგლებში სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგი გაიცემა: პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600,000.0 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 
გაფართოვდა პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაფინანსებელი მიზნობრიობების სპექტრი და გარდა არსებული 5 დარგისა (მეცხოველეობა, მეხორცული მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა საკვების წარმოება), შესაძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსება. 
ცვლილებები შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მეორადი უზრუნველყოფის ოდენობას და არსებული 30 %-ის ნაცვლად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მეორადი უზრუნველყოფა ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით მოხდება.