ახალი ამბები

1 დოლარის შეძენა 1,93 ლარი ღირს

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 1 დოლარის შეძენა 1,9311 ლარად არის შესაძლებელი.  ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი, რომელიც დღესაც მოქმედებდა, 1.9281-ს შეადგენდა.