ახალი ამბები

ყვარლის ყოფილმა გამგებელმა საკრებულოს სასამართლო პროცესი მოუგო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის დავით ქევხიშვილის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყვარლის საკრებულოს 25 აპრილის ყველა დადგენილება ბათილად სცნო. ასევე დავით ქევხიშვილს, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდები ყველა ნაწილში მოეხსნა და იგი უდანაშაულოდ არის ცნობილი.
საიას თელავის ოფისის ხელმღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, საია ქევხიშვილს სამართლებრივი დოკუმენტაციების მოგროვებასა და მომზადებაში ეხმარებოდა:
,,ჩვენ, როგორც ადვოკატები, დავით ქევხიშვილს ვიცავდით როცა მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს ხულიგნობის ფატქტზე. მას მოვუმზადეთ სარჩელი მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. როგორც იცით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მას შეუწყვიტა უფლებამოსილება როგორც გამგებელს. 
ადვოკატირება არ განგვიხორციელებია, მაგრამ სასამართლოში მოვამზადეთ სარჩელი, დოკუმენტაცია, ვეხმარებოდით სამართლებრივი დოკუმენტაციების მოგროვებასა და მომზადებაში. 
თავდაპირველად სასარჩელო მოთხოვნა იყო სამსახურში აღდგენა, გაუქმებულიყო საკრებულოს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. ასევე, ვითხოვდით იმ პერიოდის გაუქმებას, როდესაც იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე მოხდა საკადრო ცვლილება, შეიცვალა მოსამართლე, რამაც საქმის გაჭიანურება გამოწვია.
ამ პერიოდში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნებიც და ამოქმედდა ახალი კანონი. ახალი საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე ამოქმედდა სხვა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მერისა და გამგებლის თანამდებობა არის არჩევითი, ამიტომ პირველი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ უკვე შეუძლებელი იყო, ეს მოთხოვნა მოსარჩელე მხარემ მოხსნა”.
რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლომ უკანონოდ ცნო და გააუქმა.