ახალი ამბები

დღეს თელავს ელეტროენერგია შეეზღუდება

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე ,,გულგულა” დაცვის წრედების შემოწმებას გეგმავს, რის გამოც, 2015 წლის 15 იანვარს 13 სთ-დან 14 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქ. თელავში ალაზნის გამზირის, კავკასიონის ქუჩის, ჭავჭავაძის ქუჩის(ნახევარს) , ხორცკომბინატის მიმდებარე უბნების მაცხოვრებლებს. კომპანია ,,GWS” -ს და თელავის ნაყინის საამქროს. 
ენერგომომარაგება დროებით შეუწდებათ ასევე სოფლებს: გულგულას, ვარდისუბანს, რუისპირს, ყარაჯალას, იყალთოს, თეთრ წყლებს, ნაფარეულს, გრძელი ჭალას, სანიორეს, ართანას, ფშაველს და ლალისყურს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებს და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.