ახალი ამბები

C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება

რაც პირველ რიგში გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუწოდა მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე მედია საშუალებებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება, თუ რა არის ის სამი მთავარი კომპონენტი, რაც ცე ჰეპატიტის, როგორც დაავადების სრული აღმოფხვრის საშუალებას მოგვცემს. აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს სოციალურ ქსელში და მოინიშნოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი. 
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრმა დაავალა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კამპანიის დაწყება და ინფორმირებულობის გაზრდა საზოგადოებაში.
დაგეგმილია სამედიცინო დაწესებულებებში, კოსმეტიკურ და ტატუ სალონებში რეგულაციების გამკაცრება და მათი კონტროლი. აუცილებელი პირობებია: დეზინფექცია სტერილიზაცია; სავენტილაციო სისიტემების გამართულობა; საჭირო სივრცის უზრუნველყოფა და ხელების დამუშავება.