ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ “თაობათა კერას” ფილიალს ესტუმრა

სამინისტროს წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს ის საჭირო ნივთები ჩაუტანეს, რომლებიც მათ თავად ისურვეს. 
უწყების ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პანსიონატის ინფრასტრუქტურასა და მის მაცხოვრებლებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
“თაობათა კერას” ფილიალში ამ დროისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 ბენეფიციარია მოთავსებული. საცხოვრებელი შენობა სულ ახლახანს გარემონტდა.