სოფელ ახაშენში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ეროვნული გვარდია ჩაერთო (PHOTOS)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო. ეროვნული გვარდიის თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის 100 ჯარისკაცი დილიდან ღვარცოფისგან მოტანილი ქვაღორღისაგან ახაშენის შიდა საუბნო გზებსა და სანიაღვრე არხებს წმენდს.
Read More