კახეთში 1060 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ბექა ბარამიძის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რომელმაც აბონებტების ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია.
„წუხელ სტიქიის გამო, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 45 000 აბონენტი. დაახლოებით 38 000 აბონენტს დღეს დილითვე აღუდგა ენერგომომარაგება. ამჟამად ლაგოდეხში მცხოვრებ დაახლოებით 2000 აბონებტსაც უკვე მიეწოდება ელეტროენერგია. ენერგომომარაგების გარეშე 1060 აბონენტიღაა დარჩენილი“, – განუცხადა Knews.ge-ს ბექა ბარამიძემ.
მისივე თქმით, სოფელ ვაზისუბნის 1060 აბონენტს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში დღეს საღამოს აღუდგება. გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ასეულ ჰექტარზე ვენახები, სიმინდის ნარგავები და საზამთროს ბარები 70-100%-ით გაანადგურა. ძლიერმ ქარმა კი სოფელ სანავარდოში ათამდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა.
სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერმა სიტყვამ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში 100 ჰექტარი ვენახი 60-80%-ით გაანადგურა. სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სოფლები აკურა, ვანთა და კონდოლიც დაისეტყვა.