სოფელ ნაფარეულში 100 ჰა ვენახი 80%-ით განადგურდა
მისივე თქმით, მოსახლეობას, რომელსაც ვენახები დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანიები ზარალს სრულად აუნაზღაურებენ.
„ზარალი მოსახლეობას ავტომატურად აუნაზრაურდება, თუმცა მხოლოდ მათ, რომლებმაც წინასწარ დააზღვიეს ვენახები. ისინი კი, რომლებსაც ვენახები არ დაუზღვევიათ, კომპენსაციას ვერ მიიღებენ, რადგან ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ გვაქვს“, – განმარტა შათირიშვილმა.
სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სოფლები აკურა, ვანთა და კონდოლიც დაისეტყვა. ალექსანდრე შათირიშვილის განმარტებით, ამ სოფლებში ძლიერი სეტყვისგან მიყენებეული ზარალი 10-დან 25%-მდე მერყეობს.
გუშინ მოსულ სეტყვას თან ერთვოდა ძლერი ქარიც, რომელმაც თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე ხეები მოგლიჯა და ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა ჩახერგა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ლოპოტას ტბისკენ მიმავალი გზა გახსნილია.