ახალი ამბები

სიღნაღში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტზე შეხვედრა გაიმართა

პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.
,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მეწარმეებს სახელმწიფოსაგან თანადაფინანსების მიღების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 
რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი საპილოტეა.
პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. 
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებულ პირებს იდეის განსახორციელებლად თანადაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. 1 მეწარმეს შესაძლებლობა აქვს მიპოვოს თანადაფინანსება 5000 ლარამდე, 2 მეწარმეს – 10000 ლარამდე, ხოლო სამ მეწარმეს – 15000 ლარამდე.