სეტყვამ ყვარელში ვენახები გაანადგურა
მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ყვარლელები აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურების გარეშე, აგროკრედიტების გადახდას ვერ შეძლებენ.
გლეხების თქმით, ყვარელში არ იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელმაც ზარალი გამოიწვია. მოსახლეობა ზარალის დამთვლელ კომისიას დილიდან ელოდება ყვარელში, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, დაზღვეულ მოსავალს კი გლეხებს აუცილებლად აუნაზღაურებენ.