თესაუში მდგრადი ტურიზმის საკითხებზე შეხვედრა დასრულდა
შეხვედრაზე საუბარი ,,მდგრადი ტურიზმის“ ზოგად შინაარსს, მიზანსა და ამოცანებს შეეხო.
შეხვედრის მონაწილეებმა ტურიზმის გლობალური განვითარების და გარემოზე ზემოქმედების უარყოფით შედეგებზე, სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, ეკოტურიზმის საჭირო რეგულაციებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
TEMPUS SuToMa-ს საერთაშორისო პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.