სოფელ ახაშენში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ეროვნული გვარდია ჩაერთო (PHOTOS)
ჯარისკაცები მოსახლეობას, ასევე, ეხმარებიან ეზოებიდან ტალახის გატანაში.
ჯართან ერთად სტიქიის ზონაში კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე იმყოფებიან. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაწმენდენ ახაშენში გამავალ სარკინიგზო ხაზსაც, რომელიც სტიქიის დროს მთლიანად მიწით დაიფარა.
22 ივლისს, ღამით, მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა და 40-მდე სახლი დატბორა. სტიქიამ რკინიგზის მაგისტრალი და შიდა საუბნო გზები მიწით და ქვაღორღით დაფარა.