თელავში საგზაო უსაფრთხოების შესახებ კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ
ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” კონკურსის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო სტატიას, რადიო გადაცემას და ტელე სიუჟეტს გამოავლენს.გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან iPad-ით.
კონკურსი “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” პროექტის ფარგლებში გამოცხადდა, რომელსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუკეთესო საკონკურსო ნაშრომი უნდა ეხებოდეს საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა რისკ-ფაქტორს: გადაჭარბებული სიჩქარე, ღვედის ტარება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, ქვეითების უსაფრთხოება და სხვა.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა იყო 22 ივლისი.