თესაუს სტუდენტები კახეთის ღვინის ქარხნებში დასაქმდებიან
Knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ კონკურსის შედეგად, პროექტში მონაწილეობას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ასევე, მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას განაცხადში პირველ ნომრად აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მიუთითეს.
„სტუდენტები, ტრენინგების გავლის შემდეგ, კახეთის სხვადასხვა ღვინის ქარხანაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განაწილდებიან, ოპერატორებად იმუშავებენ და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები პროექტის ყოფილ მონაწილეებსაც შეხვდნენ და მათ რეგიონის ქარხნებში სტუდენტების დასაქმების კუთხით არსებული ცვლილებები გააცნეს“, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მსგავსი პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ წელსაც განახორციელა. პროექტში მონაწილეობა თესაუ-ს 16-მა სტუდენტმა მიიღო.