დელტა – სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში 349700 ჰექტარი მიწის ფართობი გადაარჩინა დასეტყვას
ინფორმაციას სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრი “დელტა” facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. უწყებაში განმარატავენ, რომ აღნიშნული დროის განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საერთო ჯამში აჩვენა 95 % ზე მეტი ეფექტურობა, რითიც მოსალოდნელი ზარალის უდიდესი ნაწილი თავიდან აიცილეს.
“დელტას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 22-23 ივლისს სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ შეჯერებული მონაცემებით კახეთის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, 19:00 საათიდან ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის და ლაგოდეხის რაიონების თავზე განვითარებული სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა შეადგინა 3531 კმ2 (353100 ჰექტარი).
“სეტყვის ალბათობა 80-100 %-მდე ვარირებდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების დიამეტრი კი 15-30 მმ იყო.
საჰაერო სივრცის დაკავებულობის გამო მართვის ცენტრის მიერ ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება შესაძლებლობისთანავე თუმცა დაგვიანებით განხორციელდა. გასროლილი იქნა 90 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა”, – ნათქვამია “დელტას” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.