თელავში ტელეკომპანია ,,თანამგზავრი” მაუწყებლობას 17 ივნისიდან განაგრძობს
საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად განხორციელებული ცვლილებები ნაწილობრივ მოქალაქეებსაც შეეხებათ. იმისთვის, რომ ტელევიზორმა ციფრული სიგნალი დაიჭიროს, მოსახლეობას დამატებითი სპეციალური მოწყობილობის ყიდვა, ან ტელევიზორის გამოცვლა დასჭირდება. ახალი ტიპის მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაუწყებლობას იღებენ ღია ეთერით, ე.წ. “სახლის ანტენებით“ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც მაღაზიებში უკვე იყიდება და აქვს განმასხვავებელი ჰოლოგრამული ნიშანი-სტიკერი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მათ ამოცნობას.
Read More