1. ქალაქში ხეებსა და შენობებზე განცხადების ან აფიშის გაკვრა დასჯადი გახდა
ქალაქ თელავში ხეებზე, გაზონებსა და შენობებზე განცხადებების, აფიშების და პლაკატების გაკვრა დასჯადი გახდა.
თელავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეკლა იანვარაშვილის თქმით, მოქალაქეები რომლებიც ქალაქის იერსახეს დაამახინჯებენ, ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
