1. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება გაიზარდა
ცხვრისა და თხის სულადობა ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში 6.8%-ით გაიზარდა და 4.2 მილიონი სული შეადგინა.
ღორების რაოდენობა კი 2014 წელს 24.5%-ით შემცირდა. მათმა რიცხვმა კი ჯამში 871 ათასი სული შეადგინა.
ფრინველების რაოდენობას რაც შეეხება, მათი რიცხვი 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, 11.9%-ით არის გაზრდილი და 36.5 მილიონი ფრთა შეადგინა.
რაც შეეხება უშუალოდ მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებას, ხორცის წარმოებამ გასულ წელს 49 მილიონი კილოგრამი შეადგინა, რაც ერთ წელში 2.1%-ით გაიზარდა.
რძის წარმოება 4.6%-ით გაიზარდა და 633 მილიონი ლიტრი შეადგინა.
ხოლო, კვერცხის წარმოების ზრდამ 5.5% შეადგინა და სულ, საანგარიშო პერიოდში 522 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოა.
აღნიშნული მონაცემები წინასწარია და საქსტატის განცხადებით, დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი ივნისში იქნება.