რა უჯდება მევენახეს 1 ჰა ვენახის მოვლა
ყურძნის თვითღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა პრაქტიკაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფართობზე შესაძლებელი გახდა ე.წ. უნივერსალური მეთოდოლოგიური შაბლონის მიხედვით.
Read Moreყურძნის თვითღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა პრაქტიკაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფართობზე შესაძლებელი გახდა ე.წ. უნივერსალური მეთოდოლოგიური შაბლონის მიხედვით.
Read Moreთელავის პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟში” ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, დამსაქმებლები, კოლეჯის კურსდამთავრებულები, აპლიკანტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
Read Moreრამაზ სამხარაძე: გვაქვს ამბიცია რომ ,,თბილისი” გახდეს ერთ-ერთი ლიდერი რადიო.
Read Moreგურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეების ნაწილს ყურძნის ჩაბარების პრობლემა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ყურძნით დატვირთული მანქანებით ქარხნებთან რამდენიმე დღის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ.
Read Moreსოფელ ართანაში სურსათის უვნებლობის სამსახური წყლის მიკრობილოგიურ დაბინძურებას ადასტურებს. ართანის წყლის სათავე-ნაგებობა მომწამვლელი ნივთიერება აზბესტის შემცველობისაა, რომლის გამოყენება ამერიკასა და ევროპაში მთლიანად აკრძალულია.
Read Moreმოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 2012 წლამდე მესტიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა; მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ მცირე კომპენსაციებით ან სრულიად უსასყიდლოდ იძულებით ჩამოართვა. იმ დროს შექმნილი კანონმდებლობის გამო კი, ადგილობრივები დღემდე ვერ ახერხებს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას.
თუმცა, მესტიელების და მთის რეგიონების პრობლემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაიჭრას _ საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, რაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას შესაძლებელს გახდის.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებამდე თვენახევარი რჩება. არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ახალაგზრდა იურისტთა ასოციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელია, ოპოზიციური სპექტრიდან კენჭს იყრის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი დავითაიაა.
Read Moreწელს კახეთში რთველი მევენახეთა პროტესტის ფონზე დაიწყო. მთავარ უკმაყოფილებას შემცირებული სახელმწიფო სუბსიდია იწვევს. გასულ წელთან შედარებით ყურძნის ფასი გაცილებით დაბალია. სავალუტო კრიზისის ფონზე კი, დემპინგური. კახეთში ფერმერები საპროტესტო აქციებს ერთი კვირაა მართავენ. გამოსვლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქციებს სხვადასხვა რაიონიდან შეუერთდნენ. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ღვინის კომპანიები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად ჩაიბარებენ, მოსავალს არ დაკრეფენ. მიმდინარე კვირა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის უსიამოვნო შეხლაჶშემოხლით დაიწყო, რასაც მევენახეების დაპატიმრება მოყვა. გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
Read Moreყურძნის კრეფა აგვისტოს ბოლოს დაიწყო, თუმცა რთველი აქტიურ ფაზაში ახლა გადადის. „რთველი-2015“-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია 70-ზე მეტი კომპანია, რომელიც მზადაა შეისყიდოს ყურძენი. აქამდე ძირითადად იკრიფებოდა სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვისაც დაზღვეული ჰქონდა ვენახი, ზარალი ხელშეკრულების მიხედვით აუნაზღაურდება. ხოლო მოსავლის იმ ნაწილს, რაც გადარჩა, კომპანიები ჩაიბარებენ.
Read Moreმიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნზე ფასის დავარდნა რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა, კონკრეტულად რუსეთის ეკონომიკაში არსებულმა კრიზისმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ქართული ღვინის გაყიდვების მოცულობაზე. ამასთან ერთად ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი უკრაინაც პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ფინანსურ კრიზისშია და ამ ქვეყანაშიც ჩვენი ღვინოების გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბლა ჩამოვიდა.
Read More