სტატიები

იორმუღანლოს ერთი პედაგოგის გზა სახლიდან სკოლამდე

იორმუღანლოს თემში, საჯა­რო სკოლაში მისასვლელი შიდა საუბნო გზაც მოუწყობელია. აზერ აბდულაევის ორ მცირეწლოვან შვილს საჯარო სკოლაში მისვლა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში უჭირთ. აბდულაევი გვიყვება, რომ მოსწავლეები სანამ სკოლამდე მივლენ, მუხლამდე ტალახში ის­ვრებიან.
მიუხედავად გზის სირთული­სა და გაკვეთილებზე ტალახიანი ფეხსაცმელებით ყოფნისა, ბავშვებს უხარიათ სკოლაში მისვლა, რადგან იციან, რომ იქ მათზე მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებელი ელოდებათ.
ბადირა ნასიმოვა იორმუღანლოს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლა­სების პედაგოგია. მასწავლებელი არ მალავს რომ ეთნიკური უმცი­რესობებით დასახლებულ თემებში სპეციფიკური პრობლემები არსებ­ობს, რომელიც ძირითადად ზოგად განათლებასა და ქართული ენის ცოდნას უკავშირდება.
,,არ მყავს ოჯახი, შვილები, ამიტომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება უკავშირდება სკოლას. ვემსახურები ბავშვების აღზრდაჶგანათლების საკითხებს. 1991 წლიდან ვმუშაობ აქ. როცა პირველ კლასში წავედი, მაშინვე ჩავიფიქრე, რომ მომავალში მასწავლებელი ვიქნებოდი“.
ბადირა ნასიმოვა ,,კახეთის ხმას­თან“ საუბარში ქალთა უფლებების დარღვევაზეც ამახვილებს ყურა­დღებას და ამბობს, რომ იორმუღან­ლოს თემში ქალების განათლებას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ამ თემში მცხოვრებ ქალთა მდგო­მარეობა რთულია, რადგან მთელ დროს ისინი ოჯახის საქმესა და მინდორში მუშაობას უთმობენ.
,,ქალებს, ვისაც შვილები ჰყავთ, ვეტყვი, რომ ოჯახის შექმნაში მთა­ვარი გათხოვება კი არა, შვილების აღზრდა და განათლების მიცემა. ჩემი ნება რომ იყოს, დავნიშნავდი გამოც­დას და ვინც ვერ ჩააბარებდა, მას არ მივცემდი ოჯახის შექმნის უფლებას. ბავშვები ჩვენი მომავალია, ამიტომ მათი სწორად აღზრდა დიდი პასუ­ხისმგებლობაა“.
ნასიმოვა ,,კახეთის ხმასთან“ სა­არჩევნო საკითხებზეც საუბრ­ობს, და განმარტავს, რომ არჩე­ვნებში მოქალაქის მონაწილეობა სავალდებულოა, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ.
,,ყველა არჩევნებში ვიღებ მო­ნაწილეობას, როგორც აქტიური მოქალაქე. ეს ყველას ვალდებუ­ლებაა, რადგან საკუთარი არჩევა­ნის დაფიქსირება ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს მივცე ხმა. ამ ეტაპზე არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, არც მათ საარჩევნო პროგრამას, მაგრამ ვაპირებ, გავეცნო კანდიდატების ბიოგრაფიას, განათლებას, სამსახუ­რებრივ გამოცდილებას, რადგან შევძლო დამოუკიდებლად ხმის მიცემა. ჩემი საარჩევნო უფლებები ვიცი, ვიცი ქართულად წერაჶკითხვა, მაგრამ მიჭირს საუბარი. წერაჶკითხვა დამეხმარება, ჩემი არჩევანი გამოვხატო“.
პედაგოგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქალებს, ვისაც ნაკლები განათლება აქვთ და ვერ ერკვევიან საარჩევნო საკითხებში, რჩევას აძლევს, გაერკვნენ და და­მოუკიდებლად გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა.
,,ჩვენთან ქალებს ნაკლებად აქვთ განათლება და ვეუბნები, რომ, თუ არ იცნობ პიროვნებებს, მაშინ დაფიქრდი, აირჩიე სასურველი რიცხვი და ისე მიეცი ხმა. ეს არის ადამიანის უფლება, ვისაც გინდა, მას მისცემ ხმას და არა ის, რომ ურჩიო, ვინ შემოახაზოს“.
ბადირა ნასიმოვამ ჩვენთან საუბარში რძალჶდედამთილის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყუ­რადღება და აცხადებს, რომ ადამია­ნებს განსხვავებული ფსიქიკა აქვთ, ამიტომ მიდგომა ერთმანეთთან უნდა შეიცვალოს.
,,დედას 5 შვილი ვყავდით და ყველას ინვიდუალურად გვზრდიდა. მან იცოდა, რომ ყველა ბავშვს განსხ­ვავებული ფსიქიკა აქვს და მიდგომაც შესაბამისი სჭირდება. ჩვენთან არიან დედები, რომლებისთვისაც სულ ერთია, რა ინტერესი აქვს ბავშვს, ყველას ზრდიან ერთნაირად, ეს უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვა­ლოს დედამთილებისა და რძლების ურთიერთობებიც. დედამთილები ნუ იქნებიან რძლების მიმართ პრე­ტენზიულები, რადგან ყველა ოჯახი ცალკე სახელწიფოა და თავიანთი კანონები აქვთ, ამიტომ ყველასთან ინდივიადუალური მიდგომა უკეთე­სია და პრობლემაც ნაკლები იქნება“.
თავისუფალ დროს ბადირა ნა­სიმოვა ორ მეგობარ ქალბატონ­თან ერთად ჩაის მიირთმევს, რაც მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.