სტატიები

მოსმოსალოდნელი ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო სისტემა აქილევსის ქუსლად რჩება

 სპეციალისტები დაკარგული ხმების დიდ რაოდენობაზეც მიუთითებენ. ეუთო და ვენეციის კომისია მიუთი­თებს, რომ ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი დაცული არ არის და ხე­ლისუფლებას საარჩევნო სისტემის გადახედვას ურჩევს. ხელისუფლება კი, მესამე სექტორის რეკომენდა­ციებს არ ითვალისწინებს და აცხა­დებს, რომ 2016 წლის არჩევნები ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.
მესამე სექტორი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ერთჶერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრში ფიქრობენ, რომ არსებუ­ლი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციუ­ლად ასახვას მანდატებში, რაც ერთჶერთი ხარვეზია. მკვეთრად უარყო­ფითი შეფასების პარალელურად, დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა მაჟორიტარული სისტემის დადებით ფაქტორებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საარჩევნო სის­ტემა უნდა გახდეს ფართო დისკუ­სიის საგანი, სადაც აუცილებელია, აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკური სექტორი.
„პოლიტიკური პარტიების მხრი­დან მიღებული ხმები ყოველთვის არ აისახება პროპორციულად. მოქმედი კანონმდებლობით, 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით, 73 – მაჟორიტარი სისტემით, მაგა­ლითად, როდესაც პოლიტიკური პარტია ეროვნული მასშტაბით მიიღებს ამომრჩევლის 10%-ის მხარდაჭერას, 77 მანდატიდან ღე­ბულობს 10%-ს და არა 150-დან. მიღებული ხმების პროპორციულად, მთლიანი პარლამენტის შემადგენ­ლობაში წარმომადგენლობაც ამ სახით აისახება. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ეს ფასდე­ბა ხოლმე მნიშვნელოვან ხარვეზად, რაც სასურველია, რომ გამოსწორ­დეს. რეალურად არსებულ საარჩე­ვნო სისტემას აქვს თავისი დადებითი მხარეები. როდესაც ამომრჩეველი აძლევს ხმას პარტიას, ის ირჩევს თა­ვის წარმომადგენელს პარლამენტში. ამ მხრივ, ეს შეიძლება ჩაითვალოს პოზიტიურ ფაქტორად“, – აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.
სამართლიანი არჩევნები კი, სხვა შენიშვნებთან ერთად მიუთითებს ქალთა წარმომადგენლობის ნაკლე­ბობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც სისტემის ნეგატიუ­რი ფაქტორია:
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს ქალთა არჩევას პარლამენტში. საპარლა­მენტო არჩევნებში ქალებმა მაჟო­რიტარული სისტემით მანდატების მხოლოდ 9.5% მიიღეს მაშინ, რო­დესაც ამომრჩეველთა 53% ქალები არიან. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებე­ლია სავალდებულო, დროებითი გენდერული კვოტების დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქალების რაოდენო­ბის გაზრდას პარლამენტში“.
საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ დიდი ხანია, მიმდინარეობს დისკუსია და სამოქალაქო სექტორ­მა ამ მიმართულებით მუშაობისაკენ არაერთხელ მოუწოდა ხელისუ­ფლებას. არასამთავრობო ორგა­ნიზაციებმა პროპორციულ სისტე­მაზე გადასვლის აუცილებლობაზე ბევრჯერ გაამახვილეს ყურადღება. შემუშავებული რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტის 75 დეპუტატი აირჩევა ერთიანი პრო­პორციული სისტემით და 75 მათ­განი ჶ ერთიანი პროპორციული სისტემით.
ხელისუფლებამ არ გაიზიარა შეთავაზებული რეკომენდაცია და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორი­ტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50%ჶიანი ბარიერი დაწესდება, აგრეთვე, ამომრჩეველ­თა ხმების თანასწორობის პრინ­ციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება. სასამართლომ არაკონსტიტუციუ­რად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის განსაზღვრის წესს.
საარჩევნო სისტემის შემდგომ რეფორმას კი, ხელისუფლება 2020 წლისთვის გეგმავს. დაგეგმილი ცვლილები ხუთი წლის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორ­განოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმ­ობს. ამ ცვლილების გადადების მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და მმართველ კოალიციაში საკითხის ირგვლივ შეუთანხმებ­ლობა დაასახელა. ანალიტიკოსებს ხელისუფლების ეს არგუმენტი არადამაჯერებლად მიაჩნიათ. სა­ქართველოს ახალგაზრდა იუ­რისტთა ასოციაციის შეფასებით, არც ხელისუფლებას და არც ოპო­ზიციას საკონსტიტუციო ცვლი­ლებების მისაღებად პარლამენტ­ში საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს, შესაბამისად, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მა­ღალია ალბათობა, რომ საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლლებები არც 2016 წლის და არც მის შემდ­გომ გამართული არჩევნებისათვის არ შევიდეს. საია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ­სებული ძირეული პრობლემების მოგვარებას, შესაბამისად, არასა­მთავრობო ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს 2016 წელს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრა­ტიული განვითარების გზაზე.
„წარმოდგენილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველ­ყოფს საქართველოში კონკურენ­ტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. უნდა ითქვას, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის დღემდე არ არის ცნობილი ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღ­ვრები, კერძოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებს შორის დის­პროპორციის პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიწვევს ბევრი ოლქის მექა­ნიკურად შეერთებას ან დაყოფას. ხელისუფლების მიერ მოცემულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს ღიად, სხვა დაინტერესებული მხა­რეების მონაწილეობით“, – განმარ­ტავს საიას თელავის ოფისის ხელ­მღვანელი მარეხ მგალობლიშვილი.
მესამე სექტორი სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარე­მოს შექმნისათვის ხელისუფლე­ბას რეკომენდაციით მიმართავს, გაითვალისწინოს საარჩევნო სის­ტემაზე მომუშავე წამყვანი არასა­მთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პრო­პორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.
ექსპერტების შეფასებით, სა­არჩევნო სისტემის თაობაზე პო­ლიტიკურ და სამოქალაქო საზო­გადოებას შორის ასეთი ფართო კონსენსუსი აქამდე არასოდეს ყო­ფილა და ხელისუფლების მხრიდან ამის უგულებელყოფა მიუღებელია.