პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს:
„ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით.
ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მდგრად კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედია საშუალებების ფლობას უკრძალავს, მსხვილი ქსელები ძირითადად იცავენ მათი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს პასუხი გასცეს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიას და დაშინებას.
2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე რეპორტიორზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობაზე, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.