თელავის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა
საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი 2 თანაშემწე, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სკ “თელავის” პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს ახალი, მთავარი მწვრთნელი ახლო მომავალში ეყოლება.
” ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” 0:1 მარცხის შემდეგ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა – შესაბამისად, მათ კლუბი უკვე დატოვეს”,– აღნიშნულია ინფორმაციაში.