სტატიები

მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე ახალგაზრდების ინფორმირების დონე დაბალია

საგარე­ჯოელი ახალგაზრდები ვერც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს იცნობენ და, საერთოდ, შუალედურ არჩე­ვნებში მონაწილეობის მიღე­ბა მათ გეგმებში არ შედის. ,,კახეთის ხმა“ დაინტერესდა, იციან თუ არა, რას ნიშნავს შუალე­დური არჩევნები, რა შემთხვევაში ინიშნება და, ასევე, ფლობენ თუ არა ინფორმაციას საკუთარი უფლებე­ბის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების ნაწილი ამ საკითხებზე ინფორმა­ციას საერთოდ არ ფლობს, სხვა ნაწილს კი მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათი მოქა­ლაქეობრივი ვალდებულებაა.
25 წლის ბექა, რომელიც ქალაქ საგარეჯოში ცხოვრობს, კამერასთან საუბარს ერიდება. პირად საუბრებ­ში კი აცხადებს, რომ მონაწილეობა დღემდე არცერთ არჩევნებში არ მიუღია, რასაც საკითხის მიმართ უინტერესობით ხსნის. ,,არ ვიღებ არჩევნებში მონაწი­ლეობას, რადგან ვფიქრობ, რომ ფარსია. მიმაჩნია, რომ ჩემი ხმა არაფერს შეცვლის, რადგან ბევრის­გან მომისმენია მისი გაყალბების შესახებ. ამიტომ არის, რომ არ მაინ­ტერესებს ეს საკითხი. ასე ფიქრობს ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი. რისთვის წავიდე არჩევნებზე, როცა წინსაწარ იციან, ვინ გაიმარჯვებს. ჩემი საარჩევნო უფლება მაშინ და­მაინტერესებს, როცა ქვეყანაში ეს საკითხი მოგვარდება და მომავალ თაობას თვალებში ნაცარს აღარ შეგვაყრიან“.
სხვაგვარად ფიქრობს საგარე­ჯოელი ახალგაზრდების სხვა ნაწი­ლი. 17 წლის თამარ არაბულს მიაჩ­ნია, რომ საქართველოში საარჩევნო კულტურა ნაკლებად არის განვი­თარებული, ამიტომ მოქალაქის როლს კარგად ვერ აცნობიერებენ.
,,ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი არ მიდის შუალედურ არჩევნებზე. ვთვლი, რომ მათ უნდა ესმოდეთ, რა­მდენად მნიშვნელოვანია საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. მე მაინტე­რესებს ეს საკითხი, ამიტომ საარჩე­ვნო თემატიკაზე ბევრს ვკითხულობ და საინფორმაციო შეხვედრებსაც ვესწრები. ვაცნობიერებ ჩემს როლს და ვსწავლობ ჩემს უფლებებს, რათა მომავალში ვიყო ინფორმირებული ამომრჩეველი.“
რაც შეეხება, საგარეჯოს მუნიცი­პალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი დიდი უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მოახლოებულ შუალე­დურ არჩევნებზე.
იასინ აბაზოვს 18 წელი ახლახანს შეუსრულდა, შესაბამისად, უფლე­ბამოსილია, მონაწილეობა მიიღოს შუალედური არჩევნებში და საკუ­თარი არჩევანი დააფიქსორის, თუმ­ცა მისთვის ეს საკითხი უინტერესო აღმოჩნდა.
სხვაგვარად ფიქრობს 16 წლის იორმუღანლოელი ახალგაზრდა. ზოჰრად მუსამბალიევისთვის არ­ჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა, მოქალაქემ და­მოუკიდებლად უნდა მიიღოს გა­დაწყვეტილება, ვინ აირჩიოს.
,,საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწი­ლეობა, ეს აუცილებელია. მივე­სალმები არჩევნების შესახებ შეხ­ვედრების ჩატარებას, რომ ყველამ გავიაზროთ, რა ფუნქცია გვაკისრია და ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ“.
ლამბალოს საჯარო სკოლის პე­დაგოგ რუსუდან დუჩიძეს მიაჩნია, რომ ახალგაზრდებისთვის საინ­ფორმაციო შეხვედრების ჩატარება და მათი ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელო­ვანია შემდგომი განვითარებისა და აქტიურობისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების“ იურის­ტი ნინო ხითარიშვილი ,,კახეთის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რომ ორგანიზაციის ერთჶერთ მთავარ მიმართულებას სამოქა­ლაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, ისინი მუდმივად თანამშრომლობენ ახალგაზრდე­ბთან პროექტების, აქტივობებისა და სტაჟირებების გზით.
,,ახალგაზრდების ინფორმირე­ბის კუთხით არაერთი აქტივობა განვახორციელეთ, ვინაიდან მათი აქტიურობა და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ორგანიზაციამ პროექტით – „მე ხმას ვაძლევ პირველად“ 20062008 წლის ჩათვლით 280 შეხვედრა ჩატარდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში.
ჩვენ ინოვაციური გზით ვცა­დეთ მოქალაქეთა ინფორმირება და ჩართვა საარჩევნო საკითხებში. კონკრეტულად კი, 2008 წელს გა­ნახორციელა პროექტი „ავტობუსის ტურები“, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოაწყვეს ტურები საქართველოს რეგიონებში და მოსახლეობას აწვ­დიდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების შესახებ, დაურიგეს ბუკლეტები და მოეწყო არჩევნების დღის სიმულაცია ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით“.
ნინო ხითარიშვილის განმარტე­ბით, ორგანიზაციის მიერ შექმნილი არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) განთავსებულია ინ­ფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, დარღ­ვევებზე, საარჩევნო რეფორმებზე. ,,მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, მუდმივად განხორციელდეს სხვა­დასხვა პროექტები და აქტივობები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არჩევნების შესახებ, გამოიყენონ საკუთარი სა­არჩევნო უფლება, ვინაიდან ყველა ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია“.