ახალი ამბები

თელავი რუსული კანონის წინააღმდეგ- 7 მაისს აქცია გაიმართება

არა რუსულ კანონს, კი ევროპას, თელავი რუსული კანონის წინააღმდეგ- 7 მაისს თელავში აქცია გაიმართება.

თელავში მცხოვრები ახალგაზრდები, ერეკლე მეფის ძეგლთან შეიკრიბებიან და მთავრობას მოუწოდებენ გაიწვიოს ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს შეუშლის.

ახალგაზრდები საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ ამბობენ, რომ აუცილებელია მათ მეტი ადამიანი შეუერთდეს, რომ მთავრობას ხმა თელავიდანაც გააგონონ.

აქცია თელავში, 7 მაისს, მეფე ერეკლეს ძეგლთან, 18:00 საათზე გაიმართება.