სტატიები

,,როგორც დედინაცვალი უყურებს ბავშვს, ისე უყურებენ ამ სოფელს”“ – წინასაარჩევნო კამპანია საგარეჯოში

იორმუღანლოში მცხო­ვრები მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კანდიდატებს არ იცნობენ, არ მოუსმენიათ კონკრეტული დაპირებები, რის გამოც რომელიმეს ხმას მისცემენ.
,,სოფლის ბირჟაზე თქვეს, რომ რამდენიმე დღის წინ ყო­ფილან მოსულები, მაგრამ მე არ მინახავს, გარეთ არ ვიყავი, აქვე ვცხოვრობ, არც არავის არ დაუძახია, რომ მომესმინა რას იტყოდნენ. თუ მოვიდ­ნენ, ხალხს ხომ უნდა ენახა ვინ იყვნენ, არც სახელი ვიცი და არც გვარი, სახეზეც ვერ ვიცნობ ვერცერთს. ამბობენ, ორივე ქალიაო“, – გვიყვება იუსუფ ყურბანოვი.
ლამბალოს მცხოვრები ახმედ ახმედოვი სწორედ იმ დროს იმყოფებოდა სო­ფლის ბირჟაზე, როდეს­აც ერთჶერთი კანდიდატი მათ სოფელში მივიდა და მოსახლეობას გაესაუბრა. მიუხედავად ამისა, ახმედოვი ვერ იხსნებს ვერც სახელსა და ვერც გვარს. ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად, აღეწერა კანდიდატი ფი­ზიკურად, ფუჭი აღმოჩნდა. ახმედოვმა გვითხრა, რომ იგი არჩევნებზე არ მიდის და არც კომენტარი არ სურს.
,,როცა არჩევნებია, მაშინ ვახსოვართ ყველას, მერე არა­ვინ აქ არ მოდის, ვავიწყდებით. გვითხრეს, რომ მე მომეცით ხმაო, დაპირებით არაფერს არ დაგვპირდა, მხოლოდ ის თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. მე მაინტერესებს, როგორ ვიცხოვრო. ჩვენს სოფელში ბევრი პრობლემე­ბია გადასაჭრელი. თუ მიწას მომცემენ, წავალ, თუ არადა, რისთვის წავიდე. ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს საძოვრე­ბთან დაკავშირებით, სად წავიყვანო საქონელი?“
სოფლის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას იორმუღანლოს მცხოვრები სამან ჯალილოვიც. ,,კახეთის ხმასთან“ საუბარში აცხადე­ბს, რომ იგი საქონელს ვერ ყიდის, მოსაგვარებელია როგორც სოფლის საძოვრე­ბის, ასევე, წყლისა და შიდა გზების საკითხები.
,,ამდენი პრობლემა აქვს სოფელს, ცხვარს ვერ ვყიდით. ჩემ საქონელს ფასი არ აქვს. შენ წახვიდოდი არჩევნებზე და მისცემდი ხმას? სომხეთის ცხვარი გადის აქედან არა­ბეთში, ჩვენი კიდევ აქ რჩე­ბა გაუყიდავი. რომ წავიდე არჩევნებზე, მომიგვარებენ ამ პრობლემებს, რისთვის წავიდე, არ მივდივარ“!
საგარეჯოს მუნიციპალ­ტეტის სოფლების ბა­დიაურისა და მზისგულის მცხოვრებლებიც სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი არჩევნებს აღარ ენდობიან, რადგან, რასაც დაჰპირდნენ, არ შეასრულეს. საგარეჯოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას ,,კახეთის ხმასთან“ აფასებენ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონები. კოალიცია ,,ქართული ოც­ნების“ წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი ,,კახეთის ხმასთან“ ინტერვიუში გან­მარტავს, რომ მუნიციპა­ლიტეტში წინასაარჩევნო კამპანია სამართლიან და თანაბარ პირობებში მიმდი­ნარეობს.
,,წინასაარჩევნო კამპა­ნია დაწყებულია და კონკუ­რენცია არსებობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. ქართულენო­ვანი სოფლები მოვიარე, ახლა აქტიური შეხვედრები გვექნე­ბა აზერბაიჯანულ თემში. მო­ვაგროვე ის ძირითადი პრო­ბლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. წინასაარჩევნო გარემო არის თავისუფალი, ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს აქვს თავისუფალ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლე­ბა, მათ ხელი არ ეშლებათ.“
მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართა­ვს მაჟრიტარობის კანდიდა­ტი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილიც. იგი ისევე დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, როგორც სახელისუფლებო კანდი­დატი. ინაშვილის განცხა­დებით, იგი მოსახლეობას არ უყურებს, როგორც ხმებს. მისთვის მთავარი ხალხთან მჭიდრო ურთიერთობაა:
,,ჩემი ოპონენტის მხარ­დასაჭერად საგარეჯოში, სოფლებში ჩამოდიან მაღა­ლი თანამდებობის პირები, მინისტრები, მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ წინასაარჩევნო კამპა­ნიაში, მაგრამ მე ეს არ მაში­ნებს. მაინტერესებს არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყე­ნება, მე პრეტენზია მაქვს იმ საარჩევნო კოდექსთან, რომელიც მსგავსი კანონებით არის სავსე. მე ვხვდები საგა­რეჯოელებს, თითქმის ყველა სოფელი მაქვს მოვლილი ფეხით, ზუსტად ვიცი, რა პრობლემებია და პარლა­მენტიდან ვიბრძოლებ სა­გარეჯოელების უფლებების დასაცავად“.
წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფი­სის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი. მისი გან­მარტებით, უპრიანი იქნება, თუ გამოყენებული იქნება უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული რეკო­მენდაციების გათვალისწი­ნება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორ­განოების მხრიდან.
,,ეს არის კანონით გარან­ტირებული ინსტიტუტი, რომელიც ყოველი არჩევნე­ბის დროს აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლო­ბით გათვალისწინებული რე­გულაციების შესრულებას. მათ სწორი რეკომენდაციები შეიმუშავეს და მიუთითეს, რომ დღეს მოქმედი საარჩე­ვნო კანონდებლობა არ არის სრულყოფილი, რომელიც იძლევა სრულ განმარტებას წინასაარჩევნო აგიტაცია­სა და პროპაგანდის, მასში მონაწილე პირების უფლე­ბამოსილებაზე, ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი რეკომენდაციების შემუ­შავება, რომელმაც შეავსო ის ბუნდოვანი მუხლები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პე­რიოდთან დაკავშირებით. ეს ეხება, მაგალითად, წინასა­არჩევნო კამპანიაში, ვის აქვს მონაწილეობის უფლება. თუ რომელიმე კანდიდატს გააჩნია კომპრომატები, რომ ოპონენტი არღვევს კანონს და მიიჩნევს, რომ არათა­ნაბარ გარემოში უხდება წინასაარჩევნო კამპანია, შეუძლია, მიმართოს ამ კო­მისიას, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ასეთ ფა­ქტებს. თუ ვთქვათ, მოხდა იდენტიფიცირება, მაგალი­თად, ფოტოების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში არსებობს მექანიზმი, ადმინისტრაციუ­ლი სანქციების სახით აგონ პასუხი საარჩევნო კოდექსის მიხედვით“.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგი­ტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, მო­სამართლისა, საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინის­ტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, სა­ქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა, საქართველოს სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანი­ზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანი­ზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმ­მართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, რო­დესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომა­რაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წე­ვრებისა.