ახალი ამბები

თელავის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ

გენდერის მედიაცენტრში გაიმართა საინიციატივო ჯფუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამუშაო ჯგუფმა იმსჯელს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს თვითმმართველობებში ადგილობრივ დონეზე ქალთა საკითხების განხილვასა და მათი მონაწილეობის გაზრდას, აგრეთვე, გენდერული საკითხების მრჩევლის თანამდებობზე მაღალი კვალიფიკაციის მოხელეთა დანიშვნას.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ფურცხვანიძემ, ცენტრის კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ რეგიონულმა კოორდინატორმა დავით ღონღაძემ და თელავის თელავის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ელენე ღარიბაშვილმა, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა.
მესამე სექტორის მოსაზრებით, ინიციატივა ქალაქ თელავის მერიასთან ერთად განიხილება და, ერთობლივი მონაწილეობით, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ დონეზე ქალთა გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
„გენდერული თანასწორობის საკითხების ადგილობრივ დონზე განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვუერთდებით თელავის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივას. ვიმედოვნებ, არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივა თვითმმართველობებში შევა და ერთობლივი მონაწილეობით ქალთა ჩართულობას ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა მაია ფურცხვანიძემ.
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ რეგიონული კოორდინატორის დავით ღონღაძის მოსაზრებით, ადგილობრივ დონზე ქალთა ჩართულობის მთავარი ფაქტორი სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და მათი ინფორმირება უნდა გახდეს.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ქალთა სამოქალაქო აქტივობის მხარდაჭერისაკენ. ადგილობრივ დონეზე გენდერის მრჩევლებმა სწორად უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები, რათა ბიუროკრატული რგოლის ნაცვლად ქმედითი და აქტიური თანამშრომლობა მივიღოთ“, – განაცხადა ღონღაძემ. 
„გენდერული საუბრები“ იმართება პროექტის “აირჩიე თანასწორობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” მხარდაჭერით.