ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
Read Moreსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის იმედი“ წევრებს შეხვდნენ და კოოპერატივის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
Read Moreსოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვის ცენტრების (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.
მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონებში განთავსებულ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის გაწევას ადგილზე შეძლებენ.
Read Moreაგრარული პროდუქციის ბრენდირების საკითხებს კონფერენციაზე – „ბრენდინგის სტრატეგიები“ განიხილავენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ მონაწილეებს მისასლამებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული აგრარული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
Read Moreსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურ დირექტორ ლევან დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
Read Moreქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.
Read Moreსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნენ. კომპანია „ჯეოდემოს“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 150 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, აქედან 294 167 აშშ დოლარი გრანტი, ხოლო 367 709 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
Read Moreგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში საწარმოებისა და ფერმერების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს.
Read Moreსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
Read More