კახეთის გუბერნატორი: 2017 წელს პრიორტეტული სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება იქნება
კახეთის გუბერნატორად მუშაობამდე ის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, უფრო ადრე კი „ეროვნული მოძრაობის„ აქტიური წევრი. ირაკლი ქადაგიშვილი დაიბადა 1962 წლის 23 დეკემბერს ქალაქ თბილისში. ბოლო დრომდე იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი. 2012-2014 წლებში მპგ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2005 -2011 წლებში მუშაობდა სრულიად საქართვეჶლოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურ მენეჯერად. 1998 წელს არჩეულ იყო თბილისის საკრებულოს წევრად. 1993 წელს დაინიშნა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 1992 წელს საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1991 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1989 წელს 9 აპრილის შემდეგ გახდა ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის წევრი. 1981 წელს გიორგი ჭანტურიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ირაკლი ქადაგიშვილს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი ბინა ქალაქ თბილისში, ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის) ქუჩა #9ში. იგი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაშიც შპს „ჯეოდილ“-ში ფლობს 15% წილს. მის მფლობელობაშია აგრეთვე საცხოვრებელი სახლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში. თბილისში ბინას ფლობს ასევე გუბერნატორის მეუღლე ეკატერინ შაუთიძეც. მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მერცედეს E კლასი. 2004 წლის გამოშვება.ეკატერინ შაუთიძეს მიკრო კრედიტში 25000 დოლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი, მისივე სახელზეა ანაბარი ბანკ რესპუბლიკაში, რომელიც 1865 ევროს შეადგენს.
დეკლარაციის შევსების დროს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ირაკლი ქადაგიშვილს 370 ლარი ერიცხებოდა.ამავე პერიოდისთვის ოჯახს ნაღდი ფულის სახით 18000 დოლარი ჰქონდა. კახეთის გუბერნატორი შპს „ჯეოდილ, საქართველოს“ პარტნიორია, თუმცა. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ნულ ლარს შეადგენს. ირაკლი ქადაგიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი იყო. მან გაწეული სამუშაოსთვის წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 27025 ლარი მიიღო. რა გეგმები აქვს ახალ გუბერნატორს, რა ინიციატივები და როგორ ხედავს რეგიონის განვითარების სტრატეგიას, ამ საკითხზე, „კახეთის ხმამ“ მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
– ბატონო ირაკლი, კახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედჶვით, რომელიც 2011-2012 წლებში შემუშავდა, რეგიონის ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი ეკონომიკური აქტივობაა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რეგიონები ეკონომიკურად გაძლიერდეს?
-მაქსიმალურად ვცდილობთ, რეგიონში შემოვიდეს ინვესტორი, რათა დარგები, რომელიც ჩვენი კუთხისთვის არის პრიორიტეტული, მეტად განვავითაროთ. მაგალითად, მევენახეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა უნდა განვითარდეს და ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება მეხილეობას, პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ფარგლებში, ხშირად ვხვდები იმ ფერმერებს,
რომლებიც თხილის, ხურმის, ქლიავის, გარგარის ბაღებს აშენებენ, რაც მათი შემოსავლის გაზრდას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, განვითარდეს გადამამუშავებელი სიმძლავრეები და მაცივრები.
– მომავალ წელს, კახეთში რა სახის პროექტების ან პროგრამების განხორციელება იგეგმება?
– აქტიურად ვმუშაობთ, კახეთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებაზე. რეგიონში დაგეგმილია ხილის კონცენტრატების ქარხნის გახსნა.
– გარდა სოფლის მეურნეობისა, რომელი დარგების გაძლიერებას და განვითარებას დაეთმობა მეტი ყურადღება 2017 წელს?
-სახელმწიფოს ერთ-ერთი მთაჶვარი მიმართულება რეგიონებში ტურიზმის განვითარებაა. წელს უპრეცედენტოდ ბევრი ტურისტი ყავდა კახეთს, სასტუმროებში ადგილების დეფციტსაც განვიცდიდით. სასტუმროების მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და სასტუმრო სიმძლავრეების შესაქმნელად, რეგიონში სხვადასხვა პროექტები განხორციელდება.
– თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ თელავს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. კონკრეტულად, ამ ქალაქში თუ იგეგმება მასშტაბური პროექტის განხორციელება?
-თელავში ორი ძველი, ისტორიული სასტუმროს ე.წ. ,,ინტურისტის“ და
,,კახეთის“ რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მათი აღდგენის სამუშაოებს
კერძო ბიზნესისი წარმომადგენლები აიღებენ თავის თავზე. ეს, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის იერსახესაც გაალამაზებს
და ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
-გარდა ამისა, ერთ-ერთი მწვავე და საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხი სოციალური მიმართულებაა. რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს ხელისუფლება ამ კუთხით და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს რეგიონში?
-სოციალური პაკეტები, რომელსაც მთავრობა და სახელმწიფო ახორციელებს საპენსიო, ჯანდაცვის და უმწეოთა დახმარების პოლიტიკის
მიმართულებით, მომავალ წელსაც შენარჩუნებული იქნება. ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური მიმართულებაა ეკონომიკური აქტიურობისა და ინვესტიციების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი გარკვეულწილად სოციალური კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.