კახეთის რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში – 2-7 გრადუსია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატირა დაიკლებს და 3-5 გრადუსი შენარჩუნდება.
რეგიონში ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება, ხოლო 14 დეკემბერს, 3-5 გრადუსი. ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსებისვე ინფორმაციით, 15 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი და ყინვა.