თელავი არჩევნები წინ – მერობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილები
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2014 წლის 15 ივნისს გამართულ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქი თელავი მერს პირველად აირჩევს. თელავის საარჩევნო ოლქში მერობის არც ერთი კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის, თუმცა ქალაქის პირველი პირის პოსტის დაკავების სურვილი რამდენიმე კანდიდატმა უკვე ღიად დააფიქსირა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. თელავის მერის პოსტზე ბედს სცდის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ქეთევან ზაქარიაშვილი. ამ დრომდე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შორის ზაქარიაშვილი ერთადერთი მანდილოსანია.
Read More