სტატიები

ვინ არიან კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურში, გამგებლის პოზიციაზე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებმა მოიპოვეს. 

რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი გადალახეს. დარჩენილ 3 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რაშიც ,,ქართული ოცნების’’ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ რვავე მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი, ,,კახეთის ხმა’’ გთავაზობთ ყველა გამგებლის ავტობიოგრაფიას.

თელავის მუნიციპალიტეტი – ალექსანდრე შათირიშვილი 

ალექსანდრე შათირიშვილი დაიბადა 1965 წლის 8 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 1982 წელს დაამთავრა იყალთოს
საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1989 წლიდან, დაიწყო მუშაობა თელავის რაიონული კავშირგაბმულობის კვანძში ელექტრომექანიკოსად, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზეც ამავე დაწესებულებაში. 1996-1997 წლებში იყო გუბერნატორის მრჩეველი, 1987-დან 2001 წლამდე კავშირგაბმულობის ყვარლის რაიონული კვანძის უფროსის თანამდებობა ეკავა; 2001-2003 წლებში იყო კავშირგაბმულობის დირექტორის მოადგილე; 2003-2005 წლიდან თელავში კავშირგაბმულობის უფროსის მოადგილე; 2005-10 წლებში – კახეთის კავშირგაბმულობის რეგიონული ფილიალის მენეჯერი; 2011-12 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანების წყალმომარაგების თელავის სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციაზე, 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა სამუშაოდ წყალმომარაგების კომაპანიაში. 2012 წლიდან დღემდე არის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქარველოსთვის’’ წევრი და ახლა უკვე – თელავის გამგებელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი – გია გერგიძე
1957 წელს ქალაქ გურჯაანში დაიბადა, 1974 წელს დაამთავრა გურჯაანის #1 საშუალო სკოლა. 1975 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. ინსტიტუტის შემდეგ მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1982-1983 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში, ფარმაციის საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც რამდენიმე ნაშრომიც გამოაქვეყნა ახალ პრეპარატთან დაკავშირებით; 1984 წლიდან პრაქტიკული სამეცნიერო დაწესებულებიდან გადავიდა ქალაქ თბილისის სააფთიაქო სამმართველოში და იყო თბილისის რამდენიმე აფთიაქის გამგე; 1991 წლიდან გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის მმართველია და პარალელურად კახეთის რეგიონის ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტი ფარმაციის განხრით; 1995-2005 წლებში ცხოვრობდა ამერიკაში და 2006 წლიდან აქვს კერძო ბიზნესი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – გიორგი გზირიშვილი
კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა მიიღო, საგარეჯოა. აქარსებული 49 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმების მიხედვით, მმართველი პარტიის გამგებლობის კანდიდატმა გიორგი გზირიშვილმა 57,6% მიიღო. გიორგი გზირიშვილი 1975 წლის 11 თებერვალს თბილისში დაიბადა, დაამთავრა თბილისის #90 საშუალო სკოლა და 1992 წელს ჩაირიცხა დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,ლეგიაში”. არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. 1995-1996 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1998 წელს იყო სარეკლამო კომპანიაში გარე რეკლამისა და მასმედიის მენეჯერი, 2000-2006 წლებში ჩაერთო ქართულ-გერმანულ არქეოლოგიურ პროექტში (,,ტროა-უდაბნო”); იმავდროულად მუშაობდა კახეთის არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში მეცნიერ-მუშაკად; 2006 წლიდან გადავიდა ბიზნეს სექტორში და ეწეოდა კერძო ბიზნესსაქმიანობას; 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 13 მაისამდე იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე; 2009 წლიდან დღემდე აიპ ,,სათავის” სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ტექნიკური მენეჯერია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი – დავით ჯანიკაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კი, მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატმა დავით ჯანიკაშვილმა 35 საარჩევნო უბნიდან ხმების 66,58% მოიპოვა. დავით ჯანიკაშვილი 1959 წლის 22 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, 1976 წელს დაამთავრა სოფელ მაღაროს საშუალო სკოლა, 1977-1981 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, 1995-1999 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე, 1981-1984 წლებში იგი მუშაობდა სიღნაღის რაიონის სოფ. მაღაროს კოლმეურნეობაში უფროს ბუღალტრად, 1984-1986 წელს იყო სიღნაღის რაიონის სოფ. მაღაროს კოლმეურნეობის მთავარი ეკონომისტი; 1986-1989 წლებში -საქართველოს კპ სიღნაღის რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1989-1990 წლებში – საქართველოს კპ სიღნაღის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე; 1990-1991 – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი; 1991-1994 – სოფელ მაღაროს კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარე; 1994 წელს – სიღნაღის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1994 – 1997 წლებში – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო-სამმართველოს უფროსი; 19971999 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999 – 2001 – წლებში სიღნაღის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2013 – 2014 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში უფროსი სპეციალისტი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
დედოფლისწყაროში არსებულ 23 უბანში ხმების უმრავლესობა, 87,86%, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოიპოვა. იგი დაიბადა 1983 წელს 12 სექტემბერს დედოფლისწყაროში, 1989-2000 წლებში სწავლობდა დედოფლისწყაროს 1-ლ საშუალო სკოლაში. 2000-2004 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელჶმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის განხრით(ბაკალავრი). 2004-2006 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, საბანკო საქმის განხრით, არის ეკონომიკის მაგისტრი. 2005-2008 წლებში სს ,,პროკრედიტ ბანკში“, ქუთაისში, თბილისსა, თელავის ფილიალებში მუშაობდა საკრედიტო ექსპერტად; 2008-2009 წლებში – სს,,პროკრედიტბანკში“, ფოთის ფილიალში უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე; 2009-2011 წლებში სს ,,პროკრედიტ ბანკში“ იყო რუსთავისა და თბილისის ფილიალების საკრედიტო მენეჯერი; 2011-2012 წლებში მუშაობდა სს ,,პროკრე-დიტბანკში“, წნორის ფილიალში აგრობიზნესის კოორდინატორი; 2013-2014 წლებში – სს მისო ,,კრისტალი“ წნორის ფილიალის მმართველი, 2014-2014 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – კარლო (კახა) ჯამბურია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 51, 41%-ით გაიმარჯვა მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კარლო ჯამბურიამ. კახა ჯამბურია დაიბადა 1975 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,იბერიაში” იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი, დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური და იურიდიული ფაკულტეტები. პროფესიით არის იურისტი და ეკონომისტი. 1999-2000 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის სოფლის მეურნეობის სამმართველოში; 1998 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ (საგა), აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობისას, 2000-2009 წლებში ჩართული იყო არაერთი პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა: თვითმმართველობის განვითარების, სამოქალაქო განათლების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სოციალური თემატიკის პროექტები; 2010-2014 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში მუშაობდა პროგრამა „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების” მენეჯერად; 2012-2013 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის – ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” პროექტის მენეჯერი; 2013 წელს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროსთან არსებული თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი; ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის შემუშავებაში; 2014 წლის თებერვლიდან მაისამდე მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მგფ) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინატორად.

ყვარლის მუნიციპალიტეტი – ილია მზექალაშვილი
ილია მზექალაშვილი დაიბადა 1969 წლის 27 ნოემბერს, ქ. ყვარელში, პედაგოგისა და ზოოტექნიკოჶსის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა ყვარლის მესამე საშუალო სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსჶტიტუტში, ღვინის ტექნოლოგის სპეციალობით. 1994 წელს დაიწყო მუშაობდა შპს ,,ყვარელი-გვირაბში” ღვინის ტექნოლოგად, 1998 წლიდან შპს “კასტელ საქართველოში” იმავე თანამდებობაზე; 2002 წლიდან დაარსა თავისი კომპანია “ბუნაშაური და კომპანია’’. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა ყვარლის გამგებლობის კანდიდატად, რომელშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტი – ბექა ბაიდაური

ბექა ბაიდაური დაიბადა 1985 წლის 17 ივნისს, 2002 წელს დაამთავრა სოფელ საკობიანოს საშუალო სკოლა. 2003-2009 სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2009 წლიდან 2012 წლის თებერვლადე მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, 2012 წლის მარტიდან 2012 წლის ნოემბრამდე იყო კერძო სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელი, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ასრულებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას.