დუისში ფოლკლორული კონცერტი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრის ოფისში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში დუისში ორი ღონისძიება გაიმართა.

როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი შაშსა და ნარდში დუისში მცხოვრებ ქალთა შორის, რომელში გამარჯვებულებმა და მონაწილეებმაც სპეციალური პრიზები და სიგელები მიიღეს.

,,ღონისძიებები პროექტის თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” შესახებ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკის შესახებ,’’- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრში.