თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, 55 წლის პედაგოგმა თავი ჩამოიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, 55 წლის პედაგოგმა თავი ჩამოიხრჩო. პედაგოგი სახლში მარტო ცხოვრობდა და რუისპირის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ხუციშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიტყო, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული და სავარაუდოდ თვითმკვლელობაც ავადმყოფობას უკავშირდება.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოკვლევას, შს თელავის პოლიცია აწარმოებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.