თელავში ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი “TELAVI OPEN 2014″ მიმდინარეობს
“TELAVI OPEN 2014″ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჩოგბურთის ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობას ქართველ სპორტსმენებთან ერთად, 30 ქვეყნის ჩოგბურთელები იღებენ, მათ შორის: რუსეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის წარმომადგენლები.
როგორც “TELAVI OPEN 2014″ ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირი იმართება, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილთა შორის. მათივე თქმით, საპრიზო ფონდი 10 000 დოლარს შეადგენს.
ფინალური შეხვედრები კვირას, 3 აგვისტოს გაიმართება.