სტატიები

თელავში ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი TELAVI OPEN 2014″ მიმდინარეობს

ტურნირში 29 ივლისს დაიწყო და 17 აგვისტოს დამთავრდება. მასში მონაწილეობას ქართველ სპორტსმენებთან ერთად 30 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მათ შორის: რუსეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის წარმომადგენლები. ტურნირი იმართება, როგორც ერთეულებში, ასევე წყვილთა შორის. “TELAVI OPEN 2014″ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჩოგბურთის ფედერაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება. როგორც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აკა მეტრეველმა განაცხადა ტურნირზე 31 ქვეყანაა წარმოდგენილი და მასში მონაწილეობას იღებს 128 სპორტსმენი.